ატარებენ ჩვენი შემოწმებული პარტნიორები. ჯავშანი და მხარდაჭერა — ჩვენთან, WhatsApp-ში.
მთიანი აჭარა ერთ დღეში
ნახევარი დღე — და სხვა საქართველოში ხართ: ჩანჩქერები, XII საუკუნის ქვის ხიდები და საოჯახო მარანი, სადაც იმას ჩამოგისხამენ, რაც მაღაზიებში არ იშოვება.
მარშრუტი აჭარისწყლის ხეობას მიუყვება: გაჩერება მახუნცეთის ჩანჩქერთან, გასეირნება თამარის თაღოვან ხიდზე და სადილი საოჯახო მარანში — ცოლიკოურის, ჩხავერისა და ჭაჭის დეგუსტაციით. გზად გადასახედებია, საიდანაც ჩანს, როგორ გადადის სუბტროპიკები მთებში.
პარტნიორი პატარა ჯგუფებით დადის და იცის, როდის არ არის ჩანჩქერთან ავტობუსების ნაკადი. გიდი ინგლისურად და რუსულად საუბრობს; ვეგეტარიანული მენიუ — მოთხოვნით.
ხანგრძლივობა~6 საათი, დილის გასვლასეზონიმთელი წელი — ზამთარში ჩანჩქერი უფრო სავსეაწამოყვანაპირდაპირ თქვენი აპარტამენტიდანჯგუფი8 კაცამდე ან ინდივიდუალურად
მარშრუტს თქვენთვის შევადგენთ
თარიღების ნახვა